ულამაზესი კუნძული იზოლა სან ჯულიო (Isola San Giulio) ტბა ორტაზე, პიემონტის რეგიონში მდებარეობს. ეს ადგილი იმდენად თვალწარმტაცია, რომ გგონია, თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალით ზღაპრიდან გადმოვიდა და შუა ტბაში ამოიზარდა. 2კუნძული ძალიან პატარაა – მისი სიგრძე 275 მეტრია, ხოლო სიგანე 140. საოცარია, როგორ დაეტია ასეთ მცირე ტერიტორიაზე ამდენი შენობა!კუნძულზე არაჩვეულებრივად მშვიდი გარემო და ულამაზესი ხედებია. გასაკვირი არაა, რომ ბევრი წყვილი ჯვრისწერისთვის სწორედ იზოლა სან ჯულიოზე მდებარე წმ. ბენედიქტეს მონასტერს ირჩევს.