ავარია თემქაზე შემთხვევა მე-11 მიკრორაიონში, უნივერსამთან, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლოს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.