მეცნიერების განცხადებით, ჭაღარა ორგანიზმის დაბერების ნიშანი როდია, პირიქით, ის ჯანმრთელობის მაჩვენებელია.ასეთ დასკვნამდე მეცნიერები ასაკში გაჩენილი ჭაღარის მოვლენაზე მთელი რიგი კვლევების ჩატარების შედეგად მივიდნენ. არსებობს პირდაპირი კავშირი ჭაღარასა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობას შორის. ეს კავშირი საპირისპირო აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რაც უმრავლესობის გონებაში არსებობს.მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ჭაღარა თმა ადამიანის ჩინებული ჯანმრთელობის მაჩვენებელია. თუმცა არსებობს გამონაკლისი, რომელიც 30 წლამდე ახალგაზრდა ადამიანებში ადრეულ ჭაღარას ეხება. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმში უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს ჟანგვითი პროცესები, რომლებიც ამცირებს გლუტატიონის ანტიოქსიდანტის დონეს.