სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებულ სამ პირს შეხვდა.როგორც ციალა ქათამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაკავებულებმა მასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ერთ-ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოშიმშილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ პირი, რომელმაც შიმშილობა დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 5-დღიან პატიმრობაში იმყოფებოდა. ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე კიდევ სამი პირი 24 მარტს დააკავეს. დაკავებულები არიან გოდერძი გორგილაძე ალხაზ ბერიძე და შალვა ფევაძე.