ობობები წელიწადში 800 მილიონ ტონა საკვებს ჭამენ, რაც მათ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხარბ მტაცებლებად აქცევს. ობობების მსხვერპლები უმეტესობად მწერები ხდებიან, თუმცა, უდიდესი ტროპიკული სახეობები ხანდახან ისეთ ხერხემლიანებსაც ჭამენ, როგორებიც არიან: ბაყაყები, თევზები და პატარა ძუძუმწოვრებიც კი.მსოფლიოში ობობის 45 000-ზე მეტი სახეობა არსებობს. შვეიცარელი და შვედი მეცნიერების გამოთვლებით, ერთად ისინი 400-800 მილიონ ტონა მსხვერპლს ხოცავენ წლიურად.