სენაკში დაკარგული 8 წლის მოზარდის მშობლები შვილის მკვლელობაში ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდეს. ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ბავშვის ოჯახის წევრები და ნათესავები მდინარე ტეხურის ხიდზე მივიდნენ, სადაც სამაშველო ბრიგადები სამძებრო სამუშაოებს ახორციელებენ. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე "სისხლის სამართლის საქმე" აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, გულისხმობს. არსებული ინფორმაციით დაკავებული პირს ფსიქიკური პრობლემები აქვს. სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.
იხილეთ:
სენაკში გაუჩინარებულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ - დაკავებულია ბავშვის მეზობელი
"მამა ვარ და ვერსია მაინტერესებს, ბაშვი ხომ უნდა მომიძებნონ" - სენაკში მესამე დღეა 8 წლის ბიჭს ეძებენ