NBA | ფილადელფიამ ნიუ იორკ ნიქსი დაამარცხა და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა
„ფილადელფია სევენთი სიქსერსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და „ნიუ იორკ ნიქსთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. „ნიქსი“ მასპინძლის სტატუსით იყო და პლეიოფის მეორე რაუნდის საგზურის მოპოვება შეეძლო, მაგრამ ოვერტაიმში დამარცხდა და სერიაში ანგარიში 3:2 გახდა.