ორშაბათს, 29 აპრილს მმართველი პარტია საყოველთაო ე.წ. სახალხო შეკრების ჩასატარებლად ემზადება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დაგეგმილი ღონისძიება იქნება იმის გზავნილი, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყანაში არეულობასა და დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ორშაბათს ბიძინა ივანიშვილის ივანიშვილის მიერ ორგანიზებული შეკრების მიზანი ხალხის დაყოფა და დააპირისპირისპირებაა. სწორედ 29 აპრილს დაანონსებული სახალხო შეკრების დროს, დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ამ დროს უცნობია ოპოზიციის გეგმა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები აპირებენ, რომ საკუთარი პოზიცია ყველგან დააფიქსირონ, რათა საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის რუსული.