ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით ღრმა შეშფოთებაა გამოხატული. სენატორები აღნიშნავენ, რომ ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის.