საავტომობილო კომპონენტებისა და სხვადასხვა ტექნიკის წმარმოებელმა გერმანულმა კომპანიამ Bosch, შექმნა ექსპრეს-ტესტი კორონავირუსზე.
სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, მედპერსონალს მთელი მსოლფიოს მასშტაბით შეუძლია დიაგნოზის მიღება ანალიზის აღებიდან 2,5 საათში, მაშინ როცა ჩვეულებრივ პირობებში ამაზე თითქმის 1 დღე იხარჯება.
მოწყობილობა Bosch Vivalytic-ის შესაქმნელად კომპანიას ირლანდიურ Randox Laboratories-თან თანამშრომლობით მხოლოდ 6 კვირა დასჭირდა.
ანალიზატორი თავის თავში წარმოადგენს უნივერსალურ და სრულად ავტომატიზირებულ პლატფორმას მოლეკულური დიაგნოსტიკის წარმოებისთვის: ექიმს მხოლოდ ნაცხის ანალიზი სჭირდება ცხვირხახიდან, შემდეგ მას მოათავსებს სპეციალურ კარტირჯში, რომელშიც უკვე არის განთავსებული ყველა საჭირო რეაგენტი. საჭიროა მხოლოდ პასუხისთვის
ლოდინი.როგორც მწარმოებელი კომპანია გვამცნობს, Bosch Vivalytic-ის სიზუსტე 95%-ია. ამასთან მოწყობილობა არამხოლოდ კორონავირუს SARS-CoV-2-ის დიაგნოსტირებას ახდენს, არამედ დამატებით 9 რესპირატორული დაავადების, მათ შორის A და B ტიპის გრიპების. საშუალოდ 100 ასეთ მოწყობილობას შეუძლია დღეღამეში 1000 ანალიზის დამუშავება, რაც უკვე აჭარბებს ინფექციის გავრცელების ტემპებს. მას არანაირი წინასწარი მომზადება არ სჭირდება, ამიტომ ექიმებს მთელი მსოლფიოს მასშტაბით მისი გამოყენება უპრობლემოდ შეუძლიათ. კორონავირუსთან ბრძლაში დღემდე მთელს მსოფლიოში მთავარ გამოწვევდა რჩება სამედიცინი ინვენტარის
დეფიციტი და ამავე დროს მაღალი სანდოობის მქონე ე.წ. სწრაფი ტესტები, რომელიც ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა დროუალდ გამოვლენას, ინფიცირებულთა მკურნალობას და ამავე დროს ეპიდემიის გავრცელების შენელებას.