ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შესაძლოა, წარმოება შვეიცარიიდან საქართველოში გადმოიტანოს. როგორც მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, აქვს ამბიცია, რომ შვეიცარიულზე უკეთესი საათების დამზადება საქართველოშიც არის შესაძლებელი.
როგორც დიზაინერი აღნიშნავს, ამისთვის ძალიან დიდი თანხაა საჭირო და ამჟამად ინვესტიციების მოძიების პროცესშია. ზვიად ციკოლიამ საათების კერძო კომპანია UNIQ 2011 წელს დააარსა, რომლის ყველა მოდელის დიზაინი შექმნილია საქართველოში და წარმოებულია შვეიცარიაში. 2015 წლიდან კი საათები მისი გვარით TSIKOLIA - გამოდის.