ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციამ ქართველი ფალავანი ზვიად პატარიძე 23-წლამდელთა შორის 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა. ქართველი მძიმეწონოსანი აღნიშნულ ასაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გახლავთ, სულ კი, ასაკობრივ ტურნირებზე ოქროს 6 მედალი აქვს აღებული. პატარიძე ჭაბუკებში პლანეტის უძლიერესი მოჭიდავის ტიტულს 2-ჯერ დაეუფლა, 3-ჯერ კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 20-წლამდელთა მსოფლიო პირველობაზე ავიდა.