"სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. კუპრავა ამ დროისთვის კლინიკა "ვივამედშია" გადაყვანილი. მას გამოკვლევები უტარდება.
კლინიკაში იმყოფებიან კუპრავას ახლობლები და თანამოაზრეები, რომლებიც ცემის ფაქტს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებენ.
შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. პირი რომელმაც ზვიად კუპრავა ცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ დაუკავებია.