სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, პროკურორი არ გამოცხადდა.
როგორც პროკურორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებიდან გახდა ცნობილი, ის სხდომაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. სასამართლო სხდომაზე ზვიად კუპრავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.
დაცვის მხარემ კუპრავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების, ან პარლამენტის წევრების თავდებობით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით