სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს. გასულ კვირას გამართულ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, მათ შორის, დაიკითხა ზვიად კუპრავაც. მხარეებმა ამით მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულეს.
შეგახსენებთ, გამოძიება ზვიად კუპრავას სასამართლოს შენობაში მოსამართლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავება.