სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დაკავებული "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი გაიმართება.დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება. კერძოდ კი, დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს შეესწრნენ.გასულ პროცესზე საპატრულო პოლიციისა და მანდატურის თანამშრომლები დაიკითხნენ.შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო,თუმცა მოგვიანებით სხვა ბრალი წარედგინა და აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა.