თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით. პროკურატურაში განმარტავენ, რომ ბრალდების მხარემ მოითხოვა კუპრავას მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები.