"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მისი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. უწყებამ კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
როგორც დაზარალებული აცხადებს 27 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე ორი მამაკაცი თავს დაესხა, სახეში სითხე შეასხეს, რის შემდეგ დაზიანებეი სახისა და თავის არეში ე.წ კასტეტით მიაყენეს. კუპრავას განმარტებით, ინციდენტის შემდეგ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც ხმაურის ფონზე გარეთ გამოვიდნენ, სასწრაფოთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე თქმით, როგორც მეზობლები ამბობენ, თავდასხმელები გაიქცნენ.
ამასთან, ზვიად კუპრავას თქმით, ინციდენტის დროს დაკარგა მობილური ტელეფონი. კუპრავა ვარაუდობს, რომ მობილური ტელეფონის სწორედ ამ ადამიანებმა წაიღეს.