"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. ის სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე იყო დაკავებული.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით მიმდინარეობდა. სასამართლომ კუპრავა დამნაშავედ სცნო და მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.