ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში 12 ივნისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. შეხლა-შემოხლის გამო, სასამართლოს სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა.