"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მისი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. კუპრავა გლდანის რაიონში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია დაბარებული. მისივე ინფორმაციით, კუპრავა გამოკითხვაზე მივა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან გუშინ გვიან ღამით დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.