"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" დამფუძნებელი ზვიად კუპრავა საგამოძიებო უწყებაში არ მივა. მან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა. ზვიად კუპრავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დღეს დააკავონ. როგორც ის აცხადებს, მის მიმართ წაყენებული ახალი ბრალი სამართლებრივი პროცესი არ არის. კუპრავას თქმით, მას გუშინ გამომძიებელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა საგამოძიებო უწყებაში დღეს, 12:00 საათზე იყო დაბარებული.