გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას გამოკითხვა დასრულდა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ზვიად კუპრავამ განაცხადა, მასზე განხორციელებული თავდასხმის თაობაზე პოლიციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კუპრავა ამბობს, რომ თავდასხმა პოლიტიკურადაა მოტივირებული.