კონკრეტული ვიწრო წრე, თუ ვისგან შეიძლებოდა შეეძინა გიორგი მამალაძეს ციანიდი, არის გამოყოფილი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.