ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა - სალომე ზურაბიშვილი - Palitra News

ზვიად გამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმი არის იარაღი, რომელსაც რუსული ოკუპაცია ვერ მოერია და ვერც მოერევა - სალომე ზურაბიშვილი

2019-03-31 12:49:27+04:00

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე მის ოჯახსა და საზოგადოებას მიულოცა. მისივე თქმით დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა1991 წელს ჩატარებულ რეფერენდუმს და აღნიშნა, რომ სწორედ ამისათვის პირველი პრეზიდენტი იმსახურებს თავისი ქვეყნისა და საზოგადოების პატივისცემას.