ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მოთხოვნით 31 მარტს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას შვილებმა ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა განაცხადეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას მასალები გადაუგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმე გადაკვალიფიცირდა, რეალური საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.