უმრავლესობის ყოფილმა წევრმა და კონსერვატორების ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ვიცე-სპიკერის კაბინეტი დაცალა. ძიძიგურმა გადადგომის მიზეზი კიდევ ერთხელ განმარტა. მისი შეფასებით ყველაზე დიდი ზიანი, ვინც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისგან მიიღო ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტიაა.
ზვიად ძიძიგურის განცხადებას მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა, მისი თქმით ყოფილ დეპუტატს ოპოზიციის მოსაზრებაზე კვერის დაკვრა არ ეკადრება. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა მას თრგუნავს ძიძიგურის საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, თუმცა აცხადებს, რომ დღეს მორალურ უპირატესობებზე საუბარი არ შეიძლება.
შეგახსენებთ ოპოზიციის მორალურ უპირატესობაზე ზვიად ძიძიგურმა პალიტრანიუსის გადაცემა 360 რადუსში ისაუბრა.