პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატი ზვიად ძიძიგური საფრთხისშემცველს უწოდებს. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დაპირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო გაცემული, რომელიც მმართველმა გუნდმა არ შეასრულა. უმრავლესობის რიგების დატოვების მიზეზად ძიძიგური სწორედ ამ დაპირების შეუსრულებლობას ასახელებს.
ამასთან, ყოფილი ვიცე-სპიკერის შეფასებით, ამ ბრძოლაში ოპოზიციას მორალური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური უპირატესობა აქვს, რადგან ხელისუფლებამ არ შეასრულა ის, რასაც 6 თვის განმავლობაში ჰპირდებოდა.