სალომე ზურაბიშვილი გვეყოლება „გასაკოჭი“, ოღონდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პერიოდის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის სირცხვილი და მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქვეყანას „ამ სირცხვილის ატანა“ მოუწევს.უგულავას შეფასებით, სალომე ზურაბშვილმა ტკბილი სიბერე მოიწყო და მას ქვეყანაზე არაფერი აინტერესებს.