02:09
25 აპრილი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
06-12-2018

ღირებულებების დასაცავად საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია.
„ამას ერთი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ვხედავ, რომ ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა – 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის მარწუხებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს ზურაბიშვილი.


სტატიაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მის წინაპრებს საქართველოს მიტოვება წითელი არმიის ოკუპაციის გამო მოუწიათ. „თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული და იმედი, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიული გახდება“, – ნათქვამია სტატიაში.


სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში დიპლომატად მუშაობის დროს ის მუდამ საქართველოს ინტერესებს იცავდა.
„საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების იმედის შუქურად რჩებოდა. 1991 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო იყო კავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, – წერს ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოსთვის პროგრესი რთული მონაპოვარი იყო.

AutoPlay
ზუგდიდში სუპერმარკეტი დააყაჩაღეს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
სუს-ის უფროსი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ზალკალიანმა იმ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ოკუპანტებმა ნიქოზში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაანთავისუფლეს
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები