სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. მას ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ.
რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობას, ადვოკატი მაგდა კოტრიკაძის ინფრომაციით, ბრალდებულს ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობა დაუდგინდა და ხერხემალზე ოპერაცია ესაჭიროება.
შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.