საოპერო მომღერალი ზურაბ სოტკილავა საქართველოში ჩამოასვენეს. 21-22 სექტემბერს პანაშვიდები მის საცხოვრებელ სახლში გაიმართება. 23 სექტემბერს კი ზურაბ სოტკილავას ოპერისა და ბალეტის თეატრში გადაასვენებენ, სადაც უკვე სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდება. საოპერო მომღერალს 23 სექტემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.