05:54
21 იანვარი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ზურაბ სოლომნიშვილს, რომელიც კადრების "იუთუბზე" ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
03-02-2019

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელება-შენახვის საქმეზე კიდევ რვა პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გვიან ღამით ამოიტანა. მოსამართლე მაკა გველესიანის გადაწყვეტილებით, ზურაბ სოლომნიშვილს, რომელიც კადრების „იუთუბზე“ ატვირთვაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანარჩენ შვიდ პირს კი გირაოთი გაათავისუფლებენ. ირმა ხოროიშვილსა და სპირიდონ სურამელს 10 ათასი ლარის გირაოს გადახდა მოუწევთ, ინგა ხოროიშვილს 2 ათასი ლარის, ხოლო სერგო ირემაშვილს, ბადრი ჩოფლიანს, გიორგი ფარცვანიასა და გიორგი კასრაძეს 5 ათასი ლარის. 2 თებერვალს ამავე საქმეზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო. საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა.  საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.

AutoPlay
დონალდ ტრამპი - ჩვენ რაღაც ფორმით დავბრუნდებით
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ალეკო ელისაშვილი - არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს, რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, ჰგონიათ, ყველა ასე ცხოვრობს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გიგა ბოკერია ადგილობრივ არჩევნებზე - ვერ გამოვრიცხავ ვერცერთ სცენარს, მათ შორის ვერც ბოიკოტს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
პარლამენტში ხვალ მაია ცქიტიშვილსა და ლევან დავითაშვილს მოუსმენენ
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები