გაერთიანებული ოპოზიციის კოორდინატორი და მეოთხე ბრიგადის ყოფილი მეთაური ზურაბ შამათავა რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, შამათავა უწყებაში შესული შეტყობინების საფუძველზე ხობში დააკავეს. შეტყობინების თანახმად, შამათავა ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ ატარებდა.მისი ადვოკატის, დავით ახალაიას ინფორმაციით, შამათავა მომხდარ შემთხვევას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ზურაბ შამათავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა. მას გარეთ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ელოდებოდნენ.