"კანაფის ლეგილიზაციის ფესტივალიდან" პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაყვანილი ზურაბ ჯაფარიძე გვიან ღამე გაათავისუფლეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სამმართველოში შეამოწმეს და მისი პირადი ჩხრეკა ჩაატარეს.შეგახსენებთ, რომ "გიჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე და კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციის სამმართველოში "დედაენის ბაღში" "კანაფის ლეგილიზაციის ფესტივალიდან“ გადაიყვანეს.