ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი მის გარშემო შექმნილი ვითარების შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებასა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობებს. მისი განცხადებით, იძულებულია კარიერის დასრულებაზე უარი თქვას, თუმცა კარიერის გასაგრძელებლად რჩება ერთადერთი გზა - ჭიდაობის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის მიმართვა. ამის შესახებ მოჭიდავე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს. მისივე თქმით, ჭიდაობის ფედერაციამ მას სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობის ნებართვა არ მისცა, ამის თვითნებურად გაკეთების შემთხვევაში კი სპორტსმენს ორწლიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრება. როგორც დათუნაშვილი აღნიშნავს, ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად ამდენი ფაქტის, მტკიცებულებისა და არგუმენტისა, ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა გახდა შეუძლებელი.