ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მისი სინანული მხოლოდ ფორმალობაა და მსგავსი ქმედებით მხოლოდ თანამდებიბის შენარჩუნება სურს. მოჭიდავე შეეხო პრეზიდიუმზე წასვლისა და იქ მისი დისკვალიფიკაციის საკითხის განხილვის შესაძლებლობასაც და განაცხადა, რომ პრეზიდიუმს არ ენდობა. შეგახსენებთ, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს და შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს შეხვდა. ამ შეხვედრის შემდეგ გეგა გეგეშიძემ განაცხადა, რომ საკუთარ საქციელს ნანობს.