"ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას, გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც 2018 წელს პროგრამაზე 8 მლნ ლარი დაიხარჯა. მისი განცხადებით მოქალაქეებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა, არ აინტერესებთ, ქაღალდზე როგორ შესრულდა ბიუჯეტი. მისივე თქმით, გამოსავალი არის მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება