"ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, საქართველოში მიმდინარე "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის" მიზნების მიღწევა ვერ მოხერხდება. მისივე თქმით, ამასვე ადასტურებს პროგრამის ოფიციალური სტატისტიკაც. მისი თქმით, სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო პროგრამის აწყობა, რომ მთელმა მოსახლეობამ გაიაროს C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება, რაც აუცილებელი საწყისი ეტაპია იმისათვის, რომ ამ დაავადების სრულ აღმოფხვრამდე მივიდეთ.