საქართველოს ხელისუფლების მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მოლაპარაკებებისთვის სივრცის გამოყოფა არაა ცუდი იდეა, თუმცა საქართველოს ამის არც გამოცდილება, არც ტრადიცია და არც რესურსი არ გააჩნია, ამის შესახებ პალიტრანიუსს ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით ისტორიულად, ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს რუსეთი მართავდა.
ცნობისთვის, გუშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთსა და აზერბაიჯანს საქართველოში მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა. დღეს კი იგივე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. რუსული მედიის ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა დაადასტურა მზადყოფნა, მოსკოვი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის პლატფორმად იქცეს.