ბუტა რობაქიძის საქმე დღეს კვლავ ბრალდებულის, კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსის ზაზა ბაქრაძის დაკითხვით განახლდა. როგორც პროცესის დაწყებამდე კიდევ ერთი ბრალდებულის, გურამ დონაძის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს ისინი არ აპირებენ ბაქრაძისთვის ბევრი კითხვის დასმას, რადგან მისი თქმით, ეს ჩვენება არც შეესაბამება სხვა მოწმეების ჩვენებებს. შესაბამისად, მალხაზ ველიჯანაშვილი მიიჩნევს, რომ ზაზა ბაქრაძე საქმეზე ზუსტ ინფორმაციას ვერ მიაწვდის სასამართლოს. ზაზა ბაქრაძის ადვოკატის, ზაზა შანავას თქმით კი, მას შემდეგ რაც მოხდება მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვა, ის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ნაკლებად მძიმე ღონისძიებით - გირაოთი.