14:59
18 აგვისტო, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩემი კითხვა
ზურაბ ალავიძე: - "არავინ დავობს იმაზე, რომ ფინანსური დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელდეს, ეს პროცესი დაწყებულია"
16-06-2017

დეცენტრალიზაციის სტრატეგია წლის ბოლოსთვის გვექნება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან და თვითმმართველი ქალაქების სტატუსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, არავინ დავობს იმაზე, რომ ფინანსური დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, ეს პროცესი დაწყებულია და ეს ერთ და ორ დღეში ვერ მოხდება.

რაც შეეხება ამ მუნიციპალიტეტების გაერთიანებებს, მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ერთიანი პრინციპი უნდა მოქმედებდეს.
„ჩართულობა იმ კუთხით, რომ საკრებულოს წევრების რაოდენობა შემცირედეს, ასე არ ხდება. უბრალოდ ამ მუნიციპალიტეტებში ხდება მენეჯმენტის კონსოლიდაცია. ერთი მუნიციპალიტეტი იქნება, სადაც შევა ქალაქიც და სოფლებიც და ერთი მენეჯმენტი განახორციელებს მენეჯმენტს. ამაში ვგულისხმობ სერვისების მიწოდებას, ინფრასტრუქტურული პროქტების განხორციელებას და ა.შ. რაც შეეხება ჩართუულობის კუთხით, აქ წინ უნდა წავიდეთ. დეცენტრალიზაცია ეს არის მოსახლეობის მეტი ჩართულობა, მეტი სერვისების მიწოდება, მეტი ფინანსური დეცენტრალიზაცია. ეს სამუშაო პროცესია. ეს არ ხდება ორ დღეში. ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე. წლის ბოლოსთვის გვექნება ეს სტრატეგია. ასევე დავაანონსეთ, რომ ვმუშაობთ ტერიტორიული ორგანოების შექმნაზე. ესეც ფართო ჩართულობით იქნება და საშემოდგომო სესიებზე ვფიქრობთ, რომ ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც 14 თვითმმართველი ერთეულის გაერთიანებას და 7 ერთეულის ჩამოყალიბებას შეეხება“, - განაცხადა ზურავ ალავიძემ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები