თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად 1,6 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. ამასთან, თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლით აეკრძალა.
აღსანიშნავია, რომ ადეიშვილს სასამართლომ 2 წლით პატიმრობა შეუფარდა და 3 წლის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა, თუმცა „ამნისტიის შესახებ კანონით” მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირდა და 1,6 წლით პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლით.
ამავე საქმეზე ბრალდებულ მის მოადგილეს 40 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ბრალი 2016 წელს, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.