“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე “რეფორმერ ფიტნესთან” დაკავშირებით დღეს პოლიციაშია დაბარებული.
როგორც თავად ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, მას გუშინ პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბის შენობა, რომელიც მან ბინად იქირავა.
ჯაფარიძის განმარტებით, სამართალდამცავ ორგანოებს ასევე არ წარმოუდგენაით შესაბამისი დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე ატოვებინებდნენ შენობას. „გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მათ მის საკუთარ ბინაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ.
გუშინ, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
გუშინვე “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.
როგორც "გირჩის" ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, მას ფიტნეს დარბაზთან ზეპირი ხელშეკრულება დადო და ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნებოდა, შეეძლოთ სახლში სტუმრებოდნენ.