05:59
2 მარტი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს
18-12-2020

ზურა ჯაფარიძე 26 დეკემბერს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს. პარტიის ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. როგორც “პალიტრანიუსს” ზურაბ ჯაფარიძის თანაშემწემ ნინა საჯაიამ განუცხადა, პარტია დარეგისტრირდება სახელით “მეტი თავისუფლება-გირჩი”.

“ძველი პარტია, რომელიც იყო “გირჩი”, მას ოფიციალური დასახელება ჰქონდა - ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი”, მაგრამ ამას ასე არავინ მოიხსენიებდა. ახლა უბრალოდ, ფორმალურად ჩავწერთ “მეტი თავისუფლება - გირჩი” და ვიქნებით ისევ “გირჩი” და უბრალოდ ფორმალურ ნაწილში ეწერება აღნიშნული სახელი, თორემ სახელს არ ვთმობთ. ფაქტობრივად გამოდის, რომ ორი “გირჩი” იქნება და გაჩნდება ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია და ხალხი თვითონ აირჩევს რომელი “გირჩისკენ” გადაიხრება. რაც შეეხება პარტიის ლოგოს, კანონში მთავარი მოთხოვნა წერია, რომ არ იყოს ზუსტად იმნაირი, როგორიც არის “გირჩის” ლოგო, აქედან გამომდინარე, ერთი წერტილიც რომ მივუმატოთ დარეგისტრირდება, როგორც ლოგო. ანუ ლოგოშიც დიდი განსხვავება არ იქნება”, - განაცხადა ნინა საჯაიამ.

როგორც ნინა საჯაიამ აღნიშნა, 26 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაახლოებით 400-მდე ადამიანი იქნება შეკრებილი.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - წერს ჯაფარიძე. მოგვიანებით კი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.

AutoPlay
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 2 მარტს გამოაცხადებს
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტს ეხმაურებიან
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა - შარლ მიშელი
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან დღესვე შეხვედრისთვის, თუმცა მან შედეგად უნდა გამოიღოს - გიგა ბოკერია
გამოქვეყნდა 8 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები