ზუგდუდში, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა აქცია გამართეს. ისინი, პოლიკლინიკის შესაძლო გასხვისებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალი ხელმძღვანელი ტარიფებს გაზრდის და თანამშრომლების ნაწილს გაათავისუფლებს.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე აცხადებს, პოლიკლინიკების გასხვისების პროცესი არ მიმდინარეობს და გავრცელებული ინფორმაცია სრული დეზინფორმაცია და არ შეესაბამება სიმართლეს.