ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი მკვლელობის ფაქტზე სამართავლამცველებმა 1963 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. შემთხვევა 6 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოხდა. რ.ჯ.- ს სუფრასთან შელაპარაკება მოუვიდა თანასოფლელთან. რამდენიმე საათში მამაკაცს რ.ჯ.-მ ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.რ.ჯ.–ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108- ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.