ზუგდიდში, 14 მაისს მომხდარი ინციდენტის მონაწილე გელა კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. როგორც "პალიტრანიუსს" სასამართლოში განუცხადეს, შემდეგი სხდომა 27 ივნისს გაიმართება. ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში გაერთიანებული ოპოზიციიდან მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის ჩაწერის დროს ინციდენტი მოხდა. რამდენიმე ადამიანმა გადაღების უფლებას არ მისცა ოპერატორს და ფოტოგრაფს. ისინი გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. პოლიციამ კვარაცხელია ინციდენტიდან მეორე დღეს დააკავეს.