ზუგდიდში სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
უგულავას თქმით, დაკავებას წინ უძღოდა შეხლა-შემოხლა მასა და გიორგი გაბედავას შორის რა დროსაც „ევროპული საქართველოს“ აქტივისტი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსები და მათი მხარდამჭერები ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან იმყოფებიან, სადაც შეიარაღებულ თავდამსხმელს მოქალაქეები მძევლად ჰყავს აყვანილი. ადგილზე იმყოფებიან მძევლების ახლობლებიც.