"შესაბამისმა უწყებებმა დაადგინონ კერძო სადგურების გახსნის კანონიერება და მიზანშეწონილობა" - ამ მოთხოვნით ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია განაახლეს. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ქალაქში მოქმედი კერძო სადგურები უნდა დაიხუროს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ ავტოსადგურების წესებსა და პირობებს. ამასთან, ისინი ორი დღის წინ დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ დროისთვის დედაქალაქის მიმართულებით რგინიგზის სადგურიდან მხოლოდ ერთი ავტობუსი მოძრაობს. შეგახსენებთ, რომ რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტისა და კერძო ავტოსადგურის მძღოლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ორი დღის წინ მოხდა. სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. მათი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.